Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 13 ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები. 1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან: ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება; ბ) შეასრულონ პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები; გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები; დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები; ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას. |
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 13 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები. 3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |