FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  12

2. საქართველოს ეროვნული ბანკი წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში. მისი განხილვის პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. მას ასევე უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ განმცხადებელთან დააზუსტოს. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა დასაშვებია სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან არაუგვიანეს 50-ე სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის ვადის დინება ჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე, არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, ხოლო თუ განმცხადებელი არარეზიდენტი პირია − არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება. განმცხადებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა არის ვადის დინების განახლების საფუძველი, ხოლო მისი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა − მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელახლა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან ინფორმაციის დაზუსტება. ამ შემთხვევაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის ვადის დინება აღარ შეჩერდება.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  12

3. საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მას შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს, ხოლო თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს ან მას არ წარუდგენია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია − დასაბუთებულ უარს ეუბნება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განმცხადებელს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებაზე უარი უთხრას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი განმცხადებელს უნდა ეცნობოს მისი შესაფერისობის შეფასების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შეფასების საერთო ვადის დაურღვევლად.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  12

განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება.
1. განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას. თუ განმცხადებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებელს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით დასტურს მისი მიღების შესახებ და მიუთითებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადას.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  12

5. სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განმცხადებლისთვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა გააგრძელოს 90 სამუშაო დღემდე, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6. განმცხადებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად წილის შეძენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს შეუჩეროს ხმის უფლება ან/და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება/მნიშვნელოვანი გავლენის/კონტროლის გაუქმება, ასევე მოსთხოვოს მიკრობანკს ამ პირის მიერ წილის შეძენის შედეგად მიღებული ხმის უფლების ან/და სხვა უფლებამოსილებების გამოყენების შედეგების გაუქმება.