FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  10

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება :
    ა ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ;
    ბ ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია ;
    გ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის ორგანიზება , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირება და სახელმწიფო კონტროლი ;
    დ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის წესის დადგენა და ამ წესის შესაბამისად ლიცენზიის გაცემა ;
    ე ) საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვის , მათი დერივატების , მათგან მიღებული პროდუქციის შემოტანის და საზღვრებს გარეთ გატანის წესის დადგენა , ამ ქმედებებზე ლიცენზიის გაცემა ;
    ვ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე გადასახადის განსაზღვრის წესისა და ზღვრული ოდენობის დადგენა ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  10

ზ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სამეცნიერო - ტექნიკური პოლიტიკის გატარება , ნორმატიულ - მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება , ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება ;
    თ ) ეკოლოგიური კატასტროფებით , ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს აღდგენა ;
    ი ) საქართველოს „წითელი ნუსხის “ წარმოება ;
    კ ) დაცული ტერიტორიების შექმნა ;
    ლ ) ცხოველთა სამყაროს და მისი ობიექტებით სარგებლობის აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება , ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგისა და სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის დადგენა და წარმოება ;
    მ ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის რეგულირებისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  10

ნ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო სტანდარტების , წესების , კვოტების და სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების წესის დადგენა ;
    ო ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება .