Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
თავდაცვის კოდექსი article 90 აქტიური რეზერვის პირობები. 1. პირი აქტიურ რეზერვში ნებაყოფლობით მიიღება. 2. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი. იგი ინიშნება თანამდებობაზე და ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. 3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები. 4. აქტიურ რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვას ახორციელებენ თავდაცვის ძალები სამხედრო მოსამსახურის აღრიცხვისთვის დადგენილი წესით. 5. აქტიური რეზერვისტი თანამდებობაზე ინიშნება მინიჭებული სამხედრო წოდებით, ხოლო სამხედრო წოდების არქონის შემთხვევაში მას ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. 6. აქტიურ რეზერვში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 7. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა რაოდენობას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
თავდაცვის კოდექსი article 90 8. აქტიური რეზერვისტის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება. აქტიური რეზერვისტი შეიძლება გამოძახებულ იქნეს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 9. აქტიური რეზერვისტის უფლება-მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. 10. აქტიური რეზერვისტის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მის მატერიალურ უზრუნველყოფასა და სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 11. აქტიური რეზერვისტის გამოძახების და მის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან/და საგანგებო მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციისა, აგრეთვე დამატებითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა. |
თავდაცვის კოდექსი article 90 12. აქტიური რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლის დროს მასზე ვრცელდება პროფესიულ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. 13. აქტიური რეზერვისტი ვალდებულია საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გამოძახებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ქვედანაყოფში. 14. თუ აქტიური რეზერვისტი საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამის ქვედანაყოფში ვერ ცხადდება, იგი ვალდებულია გამოცხადდეს თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, რაც აღნიშნული სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც აქტიური რეზერვისტი გადის სამსახურს, ხოლო თუ აქტიური რეზერვისტი ვერ ცხადდება თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო სამსახურში და მიიღოს თავისი ხელმძღვანელობის ინფორმირებისთვის საჭირო ზომები. ამ შემთხვევაში აქტიური რეზერვისტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიყვანას უზრუნველყოფს სამინისტრო. |
თავდაცვის კოდექსი article 90 15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. ამ პერიოდში პირთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას შეუნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება. |