FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სპორტის შესახებ

article  9

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი).
1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია.
2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.
3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.
6. სეოკი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.
სპორტის შესახებ

article  9

მუხლი 9-1. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 1. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი  არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს პარალიმპიურ მოძრაობას საქართველოში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იურიდიული პირია.
2. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საკუთარი წესდებით.
3. საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის, პარალიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
4. საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.
6. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი  მონაწილეობს პარალიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.