Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 67 პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა. 1. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის პენიტენციური დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს ამ დაწესებულების დირექტორი. იგი კრიზისული ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი სათანადო ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის თაობაზე ატყობინებს მინისტრს. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია ამ დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამის მოსამსახურეთა მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. |
პენიტენციური კოდექსი article 67 4. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის თანხმობით იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი. 5. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას. 6. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 7. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. |