Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 10 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510); ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით; გ) კადრის მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალებისა) და სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით; დ) სამოქალაქო პირები−პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 10 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით; ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 10 3 -1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში: ა) პირი საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ან/და კადრის სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არაუმეტეს ამ კანონის 10-1 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად ვადის გაგრძელებით დასაშვები ზღვრული ასაკის მიღწევისა; ბ) ვადის გაგრძელებით დასაშვებ ზღვრულ ასაკს მიღწეული პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება მიღებულ ან/და დატოვებულ იქნეს მხოლოდ სამოქალაქო პირად, საპენსიო ასაკის მიღწევამდე − განუსაზღვრელი ვადით, ხოლო შემდეგ − განსაზღვრული ვადით. 4. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე – კადრის ოფიცრად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 10 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია − შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 10 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების, დაავადების ანდა ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. |