Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 37 გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა და სტრატეგიული დოკუმენტი. 1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; გ) საქმიანობამ ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე. 2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ. 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 37 4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გაუგზავნოს ცენტრს, ხოლო ცენტრი ვალდებულია ეს დოკუმენტები ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 37 5. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები. |