FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აკვაკულტურის შესახებ

article  18

აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარის მოთხოვნა.
1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნებისთვის ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს.
2. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, ადგენს იჯარის ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, საიჯარო ფართობის ადგილმდებარეობასა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, საიჯარო ქირის ოდენობას.
3. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ვადას. იჯარის უფლება შეიძლება გაგრძელდეს, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის პირობებს.
4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაცემულ სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.