FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

article  17

დასაშვები ინვესტიციები.
1. საკრედიტო კავშირს შეუძლია ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს ინვესტიციები:
    ა) სახაზინო ვალდებულებებში;
    ბ) კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;
    გ) სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით.
2. საკრედიტო კავშირს შეუძლია ასევე ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სხვა სახის ინვესტიციები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციების სახეობათა მიხედვით ერთ საწარმოში ინვესტირებული თანხების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 15 პროცენტს.
4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინვესტიციები ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 30 პროცენტს.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება დასაშვებია საერთო კრების გადაწყვეტილებით.