Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 14 საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები. 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. 11. თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. 12. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. 13. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. 1-1 პუნქტით დადგენილი წესით. [1 -3. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 14 საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები. . 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. |