FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  2

მეზღვაურთა შემადგენლობა.
1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურთა შემადგენლობა მოიცავს კაპიტანს, ოფიცერსა და რიგითს.
2. კაპიტანი არის პირი, რომელიც მეთაურობს გემს.
3. ოფიცერი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა და რიგითისა, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ამ კანონის, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად.
4. ოფიცერთა შემადგენლობაში შედიან:
    ა) კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე: ა.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწე; ა.ბ) სავახტო თანაშემწე;
    ბ) მექანიკოსი: ბ.ა) უფროსი მექანიკოსი; ბ.ბ) მეორე მექანიკოსი; ბ.გ) სავახტო მექანიკოსი;
    გ) ელექტროტექნიკოსი.
5. კაპიტნის უფროსი თანაშემწე არის კაპიტნის რანგით მომდევნო ოფიცერი, რომელზედაც გადადის გემის მეთაურობა კაპიტნის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.
6. უფროსი მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების რანგით ყველაზე მაღალი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ამძრავ მექანიზმებზე, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და მომსახურებაზე და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  2

7. მეორე მექანიკოსი არის უფროსი მექანიკოსის რანგით მომდევნო სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზედაც გადადის უფროსი მექანიკოსის პასუხისმგებლობა მის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
8. სავახტო თანაშემწე არის კაპიტნის თანაშემწე, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სანავიგაციო ვახტის გაწევაზე.
9. სავახტო მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სამანქანე ვახტის გაწევაზე.
10. ელექტროტექნიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/6 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. რადიოოპერატორი არის პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად გაცემულ ან აღიარებულ სერტიფიკატს. 11 -1. GMDSS-ის რადიოოპერატორი არის პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
12. კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  2

13. მექანიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/1, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
14. რიგითი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა ან ოფიცრისა.
15. მატროსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
16. მოტორისტი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
17. რიგითი ელექტროტექნიკოსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/7 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
18. სტაჟიორ-მექანიკოსი არის პირი, რომელიც გადის წვრთნას, რომ გახდეს სამანქანე განყოფილების ოფიცერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.