Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 14 დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. 1. დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება და კონფიდენციალურია. ეს მონაცემები უნდა დამუშავდეს ამ კანონის მიზნებისთვის, პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული წესების, ამ კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული მონაცემების დამუშავების საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების უნებართვო შეცვლა, წაშლა ან რაიმე ფორმით გამჟღავნება. 3. დონორთა ეროვნული რეესტრის, ცოცხალი დონორების რეესტრის, რეციპიენტთა რეესტრის, მომლოდინეთა ეროვნული სიისა და გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის წარმოებისას და მართვისას შესაბამისი პერსონალური მონაცემები მუშავდება და მათი დამუშავების უფლების მქონე პირის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აღნიშნული რეესტრების/სიის/ცენტრის წარმოებისა და მართვის მომწესრიგებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 14 4. გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით უზრუნველყოფილია მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებული თითოეული პირისთვის (პაციენტისთვის), ცოცხალი დონორისთვის, გარდაცვლილი დონორისა და რეციპიენტისთვის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭება. 5. გარდაცვლილი დონორის პერსონალური მონაცემები არ უნდა მიეწოდოს რეციპიენტს, ხოლო რეციპიენტის პერსონალური მონაცემები − გარდაცვლილი დონორის ოჯახს. 6. აკრძალულია დონორისა და რეციპიენტის წერილობითი თანხმობის გარეშე დონორის ან რეციპიენტის პერსონალური მონაცემების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სტატისტიკური მიზნებისთვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამჟღავნება და გამოყენება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ვინაობის დადგენა. 7. რეციპიენტის მკურნალი ექიმისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს დასაბუთებულია სამედიცინო საჭიროებით. |