Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 31 ბ.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომენტალური ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომენტალური ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; ბ.გ) მომენტალური ლატარიის ბილეთის ნიმუში. 2. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, სხვა ცვლილების (დირექტორის, იურიდიული მისამართის შეცვლის, ბილეთების დამატებითი რაოდენობის ბეჭდვის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს. 3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად. ეს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისაგან. 4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. 5. მომენტალური ლატარია შესაძლებელია მოეწყოს არაუმეტეს 2 წლის ვადით. |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 31 1. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია თამაშობის მოწყობის შესახებ თანხმობის მისაღებად მის მოწყობამდე 2 კვირით ადრე მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს მას შემდეგი დოკუმენტები: ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობისათვის: ა.ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას; ა.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; ა.გ) ტირაჟიანი ლატარიის ბილეთის ნიმუში; ბ) მომენტალური ლატარიის მოწყობისათვის: ბ.ა) მომენტალური ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას, საპრიზო ფონდის ოდენობას, პრიზების ჩამონათვალს, რაოდენობას და ერთეულის ღირებულებას; |