Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 39 ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემა. 1. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას. 2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |