FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  56

UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა.
1. UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2.  UCITS-ს უფლება აქვს, აიღოს სესხი, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება;
    ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის  მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების შეძენას და სესხის ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული სესხების საერთო ოდენობა UCITS-ის აქტივების 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  56

4. ამ კანონის 53-ე და 55-ე მუხლების შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული უფლებას არ ართმევს UCITS-ს, განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის.