Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 8 ლიკვიდურობის მოთხოვნები. 1. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება უნდა შეიცავდეს დამატებით აქტივებს, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ ლიკვიდურობის მოთხოვნებს და ფარავს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მთლიანი წმინდა ფულადი ლიკვიდურობის გადინებას მომდევნო 180 დღის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი აქტივების ოდენობის გაანგარიშებისას შესაბამისად გაითვალისწინება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი ლიკვიდურობის მოთხოვნები ბაზარზე შექმნილი სტრესული მდგომარეობის დროს მოულოდნელი წმინდა ლიკვიდურობის გადინებისთვის. |