Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 14 სარისკო მომსახურების ხელშეკრულება. სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია: ა) ინვესტორი გაიღებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის თავზე იღებს რისკს; ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს სააგენტო; გ) ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის თავზე აღებისათვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული; დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება; |