FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  28

მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა), სამსახურებრივი მოწმობა.
1. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეები სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით) ახორციელებენ. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებსა და გამოყენების წესს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს მინისტრი.
3. მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ მოწმობას. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.