Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 18 თევზსაჭერ გემზე თანამდებობების პასუხისმგებლობის დონეების მიხედვით განაწილება. 1. მართვის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის უფროს სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან: ა) შკიპერი; ბ) უფროსი თანაშემწე; გ) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი; დ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი; ე) სუპერინტენდანტი. 2. ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის საშუალო სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან: ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე; ბ) თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი; გ) ელექტროინჟინერი; დ) GMDSS-ის რადიოოპერატორი. 3. თევზსაჭერი გემის რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებული არ არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. 4. დამხმარე დონისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო. |