Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 5 ეროვნული ფილმი. 1. ფილმი ჩაითვლება ეროვნულად, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ფილმი იქმნება საქართველოს სახელმწიფო ენაზე; ბ) ფილმის პროდიუსერია საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი; გ) ფილმის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები; დ) ფილმის გადამღები ჯგუფის (დამდგმელი-რეჟისორები, დამდგმელი-ოპერატორები, ოპერატორები, ხმის ოპერატორები, მხატვრები, კოსტიუმების მხატვრები, მემონტაჟეები, მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები) შემადგენლობის 30 პროცენტს არ აღემატება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა; ე) ფილმის წარმოების, ტირაჟირების, გაქირავებისა და ჩვენების მიზნით გაწეული სამუშაოების მთლიანი მოცულობის არანაკლებ 50 პროცენტს ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული კინოორგანიზაცია. 2. ეროვნულად ჩაითვლება უცხო ენაზე (არა სახელმწიფო ენაზე) გადაღებული ფილმი, თუ ეს (უცხო ენაზე გადაღება) განპირობებული იყო სცენარის სპეციფიკით და ფილმი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 3. ეროვნულ ფილმად შეიძლება ჩაითვალოს ერთობლივი წარმოების ფილმიც, თუ ის გადაიღეს უცხოურ კინოორგანიზაციებთან ერთად შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობების დაცვით. |
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 5 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კონკრეტული ფილმის პროექტის შესაბამისობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება ამ კანონისა და ეროვნული ფილმის დებულების შესაბამისად. |
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 5 -1. მოთხოვნები ფილმის დემონსტრატორის და ფილმის ჩვენების მიმართ. 1. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობით. 2. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის კინოდარბაზში ჩვენების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. |