Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 46 მომსახურება დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით. 1. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ შეაგროვოს დამატებითი სტატისტიკური მონაცემები. 2. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობები და ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. დამკვეთმა უნდა აანაზღაუროს დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურების ხარჯი. 4. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეულ მომსახურებათა ჩამონათვალი შეტანილი უნდა იქნეს საქსტატის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშში. 5. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურების შედეგები ოფიციალურ სტატისტიკად არ მიიჩნევა. 6. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად ჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევის რესპონდენტებისთვის ან მათი ნაწილისთვის სავალდებულოდ გამოცხადება დაუშვებელია. |
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 46 7. ამ კანონის VII თავის (მონაცემების შეგროვება), IX თავის (მონაცემთა კონფიდენციალურობა) და X თავის (ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი) დებულებების დაცვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა. |