FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  31

პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის.
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, გადამხდელის პროვაიდერი პასუხისმგებელია გადამხდელის წინაშე უშუალოდ გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას შეუძლია დაუსაბუთოს გადამხდელს, საჭიროების შემთხვევაში − მიმღების პროვაიდერს, რომ მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ გადამხდელის პროვაიდერმა დაასაბუთა მის მიერ გადამხდელის საგადახდო დავალების შესრულების სისწორე, მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის განხორციელების სისწორისთვის.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  31

2. თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა, ხოლო, საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.
3. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის ვალდებულია მიმღებისთვის გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ხელმისაწვდომი გახადოს გადახდის ოპერაციის თანხა, ხოლო, საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, მიმღების საგადახდო ანგარიში დააკრედიტოს შესაბამისი თანხის ოდენობით. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულებულიყო ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  31

4. თუ გადახდის ოპერაცია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიზეზით დაგვიანებით შესრულდა, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის სახელით მოქმედი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს, რომ მიმღებისთვის დაგვიანებით ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულებულიყო ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სწორად განხორციელების შემთხვევაში.
5. თუ გადამხდელის მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია არ შესრულდა ან შესრულდა არასწორად, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამ მუხლის შესაბამისად პასუხისმგებელი, გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები გადახდის ოპერაციის მოკვლევის მიზნით და შედეგი აცნობოს გადამხდელს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები გადამხდელისთვის განახორციელოს უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა და ამავდროულად ოპერაციის შეუსრულებლობა ან არასწორად შესრულება გამოწვეული იყო მომხმარებლის მიზეზით. ამ შემთხვევაში დაკისრებული საკომისიო უნდა იყოს გონივრული.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  31

6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის მომხმარებელს აუნაზღაუროს ის ხარჯი, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა პროვაიდერს ეკისრება, აგრეთვე მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელი, რომელიც წარმოეშვა ამ მომხმარებელს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან უშუალოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შედეგად.
7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია თავის მომხმარებელს მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მოთხოვნის საფუძველზე გადამხდელი და მიმღები ვალდებული არიან თავიანთ პროვაიდერს/პროვაიდერებს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია.