Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო შესყიდვების შესახებ article 67 შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა. 1. ახალი საჯარო შესყიდვის პროცედურის გარეშე შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დასაშვებია ერთ ან რამდენიმე შემდეგ შემთხვევაში: ა) როდესაც საჭიროა დამატებითი საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა და თავდაპირველი მიმწოდებლის შეცვლა ერთდროულად: ა.ა) შეუძლებელია ეკონომიკური ან ტექნიკური მიზეზების გამო, კერძოდ, მისი შეცვლა შეუძლებელს ხდის თავდაპირველი შესყიდვის განხორციელებისას შეძენილ მოწყობილობასთან, დანადგართან ან მომსახურებასთან დაკავშირებით ურთიერთმონაცვლეობისა და ფუნქციური თავსებადობის მოთხოვნათა დაცვას; ა.ბ) მნიშვნელოვან სირთულეებს შექმნის ან შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებს არანაკლებ ორჯერ გაზრდის; ბ) როდესაც ერთდროულად არსებობს შემდეგი გარემოებები: ბ.ა) შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა საჭირო გახადა იმ ფაქტორმა, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, ან/და არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრული შეცვლილი გარემოებები; ბ.ბ) შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება არ მიიჩნევა არსებითად ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 67 გ) როდესაც იცვლება თავდაპირველი მიმწოდებელი მთლიანი ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლეობის გამო, რაც გამოწვეული იყო ორგანიზაციული ცვლილებებით, მათ შორის, რეორგანიზაციით, შეძენით ან გადახდისუუნარობით, თუ უფლებამონაცვლე მიმწოდებელი აკმაყოფილებს თავდაპირველად განსაზღვრულ შერჩევის კრიტერიუმებს და აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს სხვა არსებით ცვლილებას; # დ) როდესაც შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების მიუხედავად, არ მიიჩნევა არსებითად ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ე) როდესაც ინფორმაცია შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების მიუხედავად, შესყიდვის პირობებში მკაფიოდ არის მითითებული და ეს ცვლილება არსებითი არ არის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუშვებელია შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) საჯარო შესყიდვაზე. 3. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება არსებითად მიიჩნევა, თუ იგი: |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 67 ა) შესყიდვის პირობებით თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, საჯარო შესყიდვაში სხვა ეკონომიკური ოპერატორების მონაწილეობასაც შესაძლებელს გახდიდა ან არ გამოიწვევდა საჯარო შესყიდვაში მონაწილე ეკონომიკური ოპერატორების დისკვალიფიკაციას/მათი რაოდენობის შემცირებას; ბ) შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ეკონომიკურ ბალანსს ეკონომიკური ოპერატორის სასარგებლოდ ცვლის ისეთი გზით, რომელიც შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით თავიდანვე არ ყოფილა გათვალისწინებული; გ) გონივრულზე მეტად აფართოებს ან ამცირებს შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ფარგლებს; დ) იწვევს თავდაპირველი მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული გზით შეცვლას. 4. თუ საჭიროა შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ცვლილების შეტანა, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს ახალი საჯარო შესყიდვის პროცედურა. 5. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 67 6. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება შეიტანება იმავე ფორმით, რომლითაც დადებულია შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება. ეს ცვლილება შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში შეტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში. 7. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების ცვლილების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |