Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 827 შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა. 1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად. 2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან დააზღვია, მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა. 3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც თითოეული მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე – როგორც სოლიდარული მოვალეები – იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა. |