Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დიზაინის შესახებ article 20 სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები. 1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში. 2. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში, თუ დაირღვა ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები. 3. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში შეიტანოს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გაუქმება, თუ: ა) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4–მე-10 პუნქტების მოთხოვნებს, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) არსებობს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. 4. მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს. 5. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში. |
დიზაინის შესახებ article 20 6. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს იხილავს დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში. 7. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში. |