FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  13

სამსახურის ხელმძღვანელობა.
1. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
    ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;
    ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
    გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ კანონით დადგენილი წესით;
    დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი;
    ე) პასუხისმგებელია სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  13

ვ) სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;
    ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;
    თ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის;
    ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
    კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;
    ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
    მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  13

3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – სამსახურის უფროსის ბრძანებით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული მისი მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე).
5. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს (მოადგილეებს), აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.