FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  40

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები.
1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დასაცავად საჭირო კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევისა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც:
    ა) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არჩევს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებს, განსაზღვრავს ამ ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას; გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას;
    ბ) უზრუნველყოფს ნატოს კრიპტოგრაფიული მასალისა და ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების სრულყოფილ აღრიცხვას, შენახვას, უსაფრთხო მოხმარებას, გადაცემას, დისტრიბუციას და მათი განადგურებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარებას;
    გ) ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, კომუნიკაციისა და ინფორმაციის იმ სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  40

2. ყველა ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც ფლობენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას ან შეხება აქვთ მასთან, ვალდებული არიან, ამ ინფორმაციის დასაცავად გამოიყენონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, აკრედიტებული და ნებადართული ტექნიკური საშუალებები.
3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიულ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.