FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  65

ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება.
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას გარანტირებული ან წყვეტადი სახით. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში წყვეტადი სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირს ერთი და იგივე მომსახურება უნდა შესთავაზოს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  65

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს.
5. აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ეს გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და ბაზარზე შესვლის მსურველებს არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ ბარიერებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  65

6. ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე სტანდარტული წლიური ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ შეიძლება იწვევდეს ისეთ გაუმართლებლად მაღალ ან დაბალ ტარიფს, რომელიც მომსახურების საბაზრო ღირებულებას არ ასახავს.
7. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს.
8. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად უნდა ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორების ქსელებთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის.
9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.