Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საექიმო საქმიანობის შესახებ article 82 განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოში. 1. განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით. 2. საბჭოში წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ბ) იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი; გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას; დ) სხვა გარემოებებს. 3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ. 4. თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან საქართველოს კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა. |