Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 90 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოს მიმართავს და სათანადო მასალებს უგზავნის. აღნიშნული საფუძვლით პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურება. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 90 რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 1. სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე განიხილოს და გამოიკვლიოს რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი. 2. შესაბამის განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის მმართველმა/რეაბილიტაციის ზედამხედველმა საქმის წარმოების ფარგლებში: ა) მოვალის ფული ან სხვა ქონება არამართლზომიერად გამოიყენა, პირად მფლობელობაში დაიტოვა ან არამართლზომიერად განკარგა; ბ) ფიდუციური მოვალეობა დაარღვია; გ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა. 3. თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას დადასტურებულად მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დააკისროს: ა) მოვალის ფულის ან სხვა ქონების დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა; ბ) პროცენტის გადახდა; გ) მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. |