FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

article  8

ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
1. ეროვნული კინოცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც.
3. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:
    ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
    ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრ ულებიდან მიღებული შემოსავლები;
    გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
    დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).
5. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად.
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

article  8

6. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
    ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
    ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
    გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში;
    დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფიისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკონკურსო წესით;
    ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
    ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა;
    ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
    თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა;
    ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება;
    კ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

article  8

ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა;
    მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება.
7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს მინისტრი.