FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  36

საქონლის წარმოშობა.
1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.
3. საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება:
    ა) იმპორტის გადასახადის მიზნისთვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა;
    ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების განხორციელებისთვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და მიიჩნევა იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც:
    ა) მთლიანად მიღებულია ეს საქონელი;
    ბ) ამ საქონელმა განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ერთზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.
5. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  36

6. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეიძლება საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.
7. თუ საქონლის წარმოშობის დადასტურება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება, გონივრული ეჭვის არსებობისას საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესაბამისი წესების მიხედვით არის მითითებული.
8. საქართველოში წარმოშობის სტატუსის მქონე საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე მისი წარმოშობის დადასტურების პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.