Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დიზაინის შესახებ article 17 არსობრივი ექსპერტიზა. 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს დიზაინის ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და სიახლის დადგენის შესახებ ექსპერტიზას. 2. საქპატენტი ამ კანონის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სიახლის დადგენისას ითვალისწინებს საქპატენტში შეტანილ და საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინებს. 3. სიახლის დადგენისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი დიზაინი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობას. 4. არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს შეუძლია მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განაცხადში შემავალი დიზაინების ნაწილის მიმართ. |