Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 95 გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა. გაზის, როგორც სათბობისა და ნედლეულის, გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა: გაზის გაშვება გაზგამომყენებელ დანადგარებში გაზის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ნებართვის გარეშე; გაზის გამოყოფილი ფონდების გადამეტება ან გაზის მოხმარების დადგენილი რეჟიმის დაუცველობა; გაზის მოხმარება გაზგამომყენებელ დანადგარებზე მისი ხარჯვის დამტკიცებული კუთრი ნორმების გარეშე ან ამ კუთრი ნორმების გადამეტება; გაზგამომყენებელი დანადგარების ექსპლუატაცია გაზის ხარჯვის ან გაზის გამოყენებით გამომუშავებული თბოენერგიისა და პროდუქციის აღურიცხავად, ან გაზგამომყენებელი დანადგარების პროექტით გათვალისწინებული გაზის წვის პროცესების ავტომატური რეგულირების საშუალებათა, ან თბოტექნიკური კონტროლის ხელსაწყოებისა თუ თბოუტილიზაციის მოწყობილობის არარსებობა (გაუმართაობა), რომლებიც უზრუნველყოფენ გაზის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას; გაზით მოსარგებლე საწარმოს, გაერთიანების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული სარეზერვო თბომეურნეობის მუშაობისათვის მოუმზადებლობა ან გაზგამომყენებელი დანადგარების მოუმზადებლობა დაწესებული სახეობის სარეზერვო სათბობით მუშაობისათვის, – |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 95 გამოიწვევს საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, მათი მოადგილეების, მთავარი ენერგეტიკოსების (მთავარი მექანიკოსების), საამქროებისა და სამსახურების უფროსების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე. |