Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 ე.ბ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და გასხვისებული აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულება და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ე.გ) აქციების შეძენისათვის ან გასხვისებისათვის განხორციელებული საპასუხო შესრულება; ე.დ) საანგარიშგებო პერიოდში შეძენილი და საკუთრებაში დატოვებული აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საბალანსო ღირებულება და განთავსებულ კაპიტალში აქციების წილობრივი მაჩვენებელი; ვ) ინფორმაციას ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით სუბიექტის მიზნებისა და პოლიტიკის შესახებ. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული მართვის ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს: |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 ა) სუბიექტისათვის სავალდებულო ან სუბიექტის მიერ საკუთარი სურვილით შერჩეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორპორაციული მართვის კოდექსის და სუბიექტის იმ კორპორაციული მართვის პრაქტიკის მიმოხილვას, რომელიც აღემატება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია მიუთითოს, თუ სად არის ეს კოდექსი საჯაროდ განთავსებული. კორპორაციული მართვის პრაქტიკის მითითების შემთხვევაში სუბიექტი საჯაროს ხდის ამ პრაქტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას; ბ) სავალდებულო ან საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსიდან გადახვევების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნულ კოდექსზე მიუთითებლობის ფაქტებს და შესაბამისი მიზეზების ანალიზს; გ) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესთან დაკავშირებული შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემების მიმოხილვას; დ) აქციონერთა და აქციონერთა საერთო კრების უფლებების და მათი განხორციელების წესების მიმოხილვას; ე) სუბიექტის მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფუნქციონირების მიმოხილვას; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 ვ) სუბიექტის (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც აკმაყოფილებენ მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოთა კრიტერიუმებს) მიერ თავისი მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გამოყენებული დივერსიფიკაციის პოლიტიკის (ასაკის, სქესის, კვალიფიკაციისა და სხვა) მიმოხილვას, აგრეთვე ინფორმაციას ამ პოლიტიკის მიზნების, გამოყენებული მეთოდების და შესაბამის პერიოდში მიღწეული შედეგების შესახებ. აღნიშნული პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი მიზეზი კორპორაციული მართვის ანგარიშგებაში განიმარტება; ზ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 15-1 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში − შემდეგ მონაცემებს: ზ.ა) კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელოვანი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას; ზ.ბ) იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც განსაკუთრებული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, და ამ უფლების აღწერას; ზ.გ) ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის (კერძოდ, გარკვეული პროცენტის ფასიანი ქაღალდების ან ხმის რაოდენობის მფლობელებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის) შესახებ ინფორმაციას; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 ზ.დ) მმართველობითი ორგანოს წევრთა დანიშვნასა და შეცვლასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე წესდების ცვლილების შესახებ ინფორმაციას; ზ.ე) მმართველობითი ორგანოს წევრთა უფლებამოსილებების შესახებ ინფორმაციას. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაფინანსური ანგარიშგება მოიცავს სულ მცირე გარემოს დაცვის, სოციალური, დასაქმების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის ზეგავლენის დასადგენად აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის: ა) სუბიექტის ბიზნესმოდელის მოკლე მიმოხილვას; ბ) სუბიექტის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მიმართ გამოყენებული პოლიტიკის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას განხორციელებული კომპლექსური პროცედურებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგების შესახებ. თუ სუბიექტი არ იყენებს ასეთ პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებით ანგარიშგებაში ნათელი და დასაბუთებული განმარტება შეიტანება; გ) სუბიექტის საქმიანობის რისკების ანალიზს, რაც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სუბიექტის ბიზნესურთიერთობებს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე პროდუქციის ან/და მომსახურების შესაძლო უარყოფით ზეგავლენას და სუბიექტის მიერ გამოყენებულ რისკების მართვის მეთოდებს; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 დ) კონკრეტული საქმიანობის ძირითად არაფინანსურ მაჩვენებლებს; ე) საჭიროების შემთხვევაში – წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ თანხებზე მითითებას და მათ შესახებ დამატებით განმარტებებს. 9. სუბიექტს, რომელიც არის შვილობილი საწარმო, არ ევალება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული არაფინანსური ანგარიშგების წარდგენა, თუ შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია ჯგუფის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. 10. სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები ვალდებული არიან, მმართველობის ანგარიშგება მიაწოდონ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობისა და იმავე საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებებთან თანხვდენილობის თაობაზე. აუდიტის განხორციელების პროცესში სუბიექტის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტორი/აუდიტორული ფირმა განსაზღვრავს არსებით უზუსტობებს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს მათ არსს. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ამოწმებს, ასახულია თუ არა ანგარიშგებაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 11. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში, სუბიექტი თავისუფლდება აღნიშნული ინფორმაციის მმართველობის ანგარიშგებაში ასახვის ვალდებულებისაგან. 12. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ კატეგორიის ჯგუფებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოთა კრიტერიუმებს. 13. მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამსახურთან შეთანხმებით დაადგინოს შეზღუდვები ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნის მიმართ, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის სდპ-ის ან შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 მმართველობის ანგარიშგება. 1. სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. 2. მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კორპორაციული მართვის ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არაფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ის სდპ, რომელიც შეესაბამება პირველი კატეგორიის საწარმოს ზომით კატეგორიას, ამასთანავე, საანგარიშგებო პერიოდში ჰყავს საშუალოდ 500-ზე მეტი დასაქმებული. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 7 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის მიმოხილვა, საქმიანობის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ასახავს სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის, სუბიექტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს. იგი სუბიექტის საქმიანობის სრულად გაგებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უნდა მოიცავდეს აუცილებელ ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს, არაფინანსურ ინდიკატორებს, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის, დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან, აგრეთვე წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების შესახებ დამატებით განმარტებებს. საქმიანობის მიმოხილვა ასევე უნდა მოიცავდეს: ა) სუბიექტის განვითარების გეგმებს; ბ) სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევებისა და მისი განვითარების მიმოხილვას; გ) ინფორმაციას სუბიექტის ფილიალების საქმიანობის შესახებ; დ) სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ რისკების მართვის მექანიზმების შესახებ; ე) საკუთარი აქციების შეძენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ე.ა) საანგარიშგებო პერიოდში აქციების შეძენის მიზეზი; |