Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 10 ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ადგილზე მოქმედების კოორდინატორი. 1. სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი − ნავსადგურის კაპიტანი არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია და საძიებო-სამაშველო ოპერაცია ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა) ხორციელდება. 2. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია: ა) დაამოწმოს უბედურების შესახებ ინფორმაციის მიღება; ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს; გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს; დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი; ე) საზღვაო ნავსადგურების, სანაოსნო კომპანიების, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო ძალების მონაწილეობით განახორციელოს და ორგანიზება გაუწიოს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს; ვ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას; ზ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს; თ) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები. |
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 10 3. საძიებო-სამაშველო რაიონის დანარჩენ ნაწილში ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მორიგე კოორდინატორი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე მას ათავისუფლებს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. |