Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 15 ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები. 1. ცოცხალი დონორის ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ რეციპიენტის მკურნალობის მიზნით, თუ გარდაცვლილი პირის შესაბამისი ორგანო ხელმისაწვდომი არ არის და მკურნალობის სხვა, ალტერნატიული, მსგავსი ეფექტის მქონე მეთოდი არ არსებობს. 2. ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დონორი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი (რომელსაც დაწესებული არ აქვს მხარდაჭერა) საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან საქართველოს მოქალაქე რეციპიენტის უცხო ქვეყნის მოქალაქე გენეტიკური ნათესავი; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 15 ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები. . ბ) დონორი არის რეციპიენტთან ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირი; გ) ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემდეგ დონორს განცხადებული აქვს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა, რომელიც ეფუძნება მის თავისუფალ ნებას; დ) ჩატარებულია დონორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების შეფასება და დადგენილია, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის; ე) არსებობს ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ცოცხალ დონორობაზე; ვ) არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული თანხმობა ცოცხალ დონორობაზე; ზ) თუ რეციპიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − არსებობს სათანადო ხელშეკრულება საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის. ეს ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე დონორისა და რეციპიენტის ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, განცხადებული ურთიერთობის დადასტურების შესაძლებლობას და ორგანოს გადანერგვის შემდეგ რეციპიენტის მკურნალობითა და მკურნალობისშემდგომი მეთვალყურეობით უზრუნველყოფის ვალდებულებას. |