Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 32 1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება. 11. აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში). |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 32 1-1 პუნქტის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას. 2. აკრძალულია 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა. 3. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში ინახება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. |