Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 34 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შრომის ბაზარზე უპირატესი უფლებით სარგებლობს. 2. ამ კანონით განსაზღვრული მომსახურებების მისაწოდებლად სააგენტო აღრიცხავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც მას მიმართავენ, და აგროვებს მათი დასაქმებისთვის საჭირო მონაცემებს. ეს მონაცემები მოიცავს შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საიდენტიფიკაციო დეტალებს, ინფორმაციას მისი შრომითი შეზღუდვებისა და შესაძლებლობების შესახებ (მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით) და დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზედაც იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა მიჩნეული. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს პროფესიული რეაბილიტაციის უფლება. ამ უფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. აღნიშნული პირის პროფესიული რეაბილიტაცია მოიცავს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას და ამ კანონით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას, სამუშაოს ან სხვა შემოსავლიანი საქმიანობის შერჩევას, სამუშაოს შეცვლის ან შენარჩუნების მიზნით მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის შეთავაზებას. |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 34 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი არის მიზნობრივი ღონისძიება, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაფერისი სამუშაოსთვის მომზადებას და მის მიერ ცოდნისა და უნარების, მათ შორის, შერჩეული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარების, შეძენას. |