Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 10 იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება. 1. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების მსურველი კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვოს ავტორიზაცია იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად. 2. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის ავტორიზაცია კომერციულ ბანკზე გაიცემა, თუ იგი აკმაყოფილებს სულ მცირე შემდეგ პირობებს: ა) კომერციულ ბანკს აქვს ადეკვატური საოპერაციო პროგრამა იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად; ბ) კომერციულ ბანკს ჩამოყალიბებული აქვს ინვესტორთა დაცვაზე ორიენტირებული, ადეკვატური პოლიტიკა, პროცესები და მეთოდოლოგია უზრუნველყოფის აქტივებად გამოყენებული სესხების დამტკიცებისთვის, მათში ცვლილების შეტანისთვის, მათი განახლებისა და რეფინანსირებისთვის; გ) კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს წევრებსა და თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაში, აქვთ სათანადო გამოცდილება და ცოდნა; დ) კომერციულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების შექმნისთვის, მართვისა და ზედამხედველობისთვის. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის კომერციულ ბანკზე გაცემული ავტორიზაცია შემდეგ შემთხვევებში: ა) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაცია არასწორი ინფორმაციის წარდგენით ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებით მიიღო; |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 10 ბ) კომერციული ბანკი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ავტორიზაცია; გ) კომერციულმა ბანკმა არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით ან მითითებით განსაზღვრული მოთხოვნა (მოთხოვნები) იმგვარად, რომ საფრთხე შეექმნა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის პროგრამის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებას; დ) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაციის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ გამოუშვა იპოთეკური ობლიგაციები. 4. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემის დამატებითი წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. |