Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 13 გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი. 1. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება, თუ: ა) მან მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი საფასურის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) მან გადაიხადა საფასური, მაგრამ იგი ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირია; დ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისათვის და დაჩქარების გარეშე მომსახურებისათვის დადგენილ საფასურებს შორის; ე) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას; ვ) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე. 2. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მისი დაბრუნების მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 13 მუხლი 13-1. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ: ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე; ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული სააგენტოში; გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხდება; დ) დოკუმენტი, რომელიც უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არის; ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული; ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება მას შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება სხვა პირის საკუთრებად იყო აღრიცხული. |