Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 9 . შემოქმედებითი კავშირის სახეები. 1. შემოქმედებითი კავშირის სახეებია: ა) საქართველოს შემოქმედებითი კავშირი – არანაკლებ 100 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ბ) ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირი, რომლის საქმიანობა ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ან რეგიონის ტერიტორიაზე; გ) საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი, რომლის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს ან თუნდაც ერთი რომელიმე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. 2. საქართველოში მოქმედი ყველა სახის შემოქმედებითი კავშირი თავისუფალი და თანასწორუფლებიანია კანონის წინაშე. |