Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
გარემოს დაცვის შესახებ article 561 სოციალური დაცვა. 1. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს სააგენტოს იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება. |
გარემოს დაცვის შესახებ article 561 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) დეპარტამენტის/სააგენტოს ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და აუნაზღაურდება დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 7 000 ლარის ოდენობით; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარის ოდენობით; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით. |
გარემოს დაცვის შესახებ article 561 5. დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან − მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. |