Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 10 2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე. 3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 10 5 -1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ 1 პირი დასახელდა და მან ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები), რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2 კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატს (კანდიდატებს). თუ ვერცერთმა კანდიდატმა კვლავ ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები) და თავმჯდომარედ არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტით დადგენილი წესით. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 10 52. თუ კანდიდატმა, რომელსაც კენჭი ეყრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, 3 დღის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა, რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 10 6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. |