FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  49

საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს:
    ა) თუ მსჯავრდებულს აქვს საცხოვრებელი ადგილი შესაბამის უცხო სახელმწიფოში;
    ბ) თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას;
    გ) თუ განაჩენი, რომლის საფუძველზედაც პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაძლებელია აღსრულდეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მოიხდის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სხვა სასჯელს, რომელიც მას დაეკისრა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე;
    დ) თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფო არის საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის წარმოშობის სახელმწიფო და ის აიღებს განაჩენის აღსრულების ვალდებულებას;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  49

ე) თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ექსტრადიციის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფენ განაჩენის აღსრულებას და უცხო სახელმწიფო შეძლებს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას;
    ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.