Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 27 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება. 1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს; ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას; ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის; თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე; ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 27 ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა). 3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი: ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს; ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის; გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. |