Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ტყის კოდექსი article 61 თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები. 1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული თანხმობა ძალას იძენს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემისთანავე. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სალიცენზიო/სანებართვო საფასურსა და მოსაკრებელს. |
საქართველოს ტყის კოდექსი article 61 2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. 3. ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია. |