FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  12

შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ან შენობის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა.
1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისად შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას:
    ა) 150 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;
    ბ) 150 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;
    გ) 250 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;
    დ) 500 მ-2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას:
    ა) 150 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;
    ბ) 150 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;
    გ) 250 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;
    დ) 500 მ-2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.