FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  64

ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება.
1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება არის ელექტროენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ორი ან მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი რომელიმე ნაწილის სინქრონული ან ასინქრონული ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების კომპეტენტურ ოპერატორებთან გააფორმოს ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება (ხელშეკრულებები).
3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან, დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ პირობებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
4. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირება და თანამშრომლობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  64

5. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა არ არის ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.